ევროპის კინოაკადემია მსახიონ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას გმობს და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.
“ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.
საჯარო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ ხუთი პირი, მათ შორის 28 წლის კინოსა და თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, დააკავეს „ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მონაწილეობისა და საჯარო მოწოდების“ ბრალდებით.
როგორც ჩანს, დაკავება არის მთავრობის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების უსაფრთხოების შესახებ.
ევროპის კინოაკადემია შეშფოთებულია ანდრო ჭიჭინაძის ფსიქიკური და ფიზიკური კეთილდღეობით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იგი და მოვუწოდებთ ყველა კინოსა და კულტურის ინსტიტუტს მთელს მსოფლიოში იგივე გააკეთოს”,_ წერია ევროპული კინო აკადემიის განცხადებაში.