ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
_ საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა და ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან რეაგირებისთვის.
გასული წლის ოქტომბერში, მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩემი შეშფოთება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს დემოკრატიული უკუქცევის, ოპოზიციის დაპატიმრებებისა და მოკავშირე ელჩებზე თავდასხმების შესახებ.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, შეცვალოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე.































































