ამ წუთებში მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც ერთმანეთს კვლავ “ნაციონალი” და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
_ რატომ ვერ აითვისეთ ბიუჯეტის ორი მესამედი? გამეცით პასუხი _ მიმართა საკრებულოს ნაციონალმა წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წლიური ანგარიშის შესახებ სიტყვით გამოსულ პავლე ჭყონიას და დანარჩენ წევრებს.
_ კითხვა დასვი და გიპასუხებთ. თქვენი პარტია კორუფციაზე როგორ საუბრობს? დადასტურებული დამნაშავე კეზერაშვილი გაფინანსებათ, რომელმაც ჯარი გაძარცვა, პენსიონერები ევროპაში ზედ მიაყოლა, _ უთხრა ოცნების დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა.
მხარეებმა ერთმანეთს არანაირად არ მოუსმინეს.
ამ დროისთვის, “ნაციონალებმა” რომლებიც სხდომაზე იყვნენ, დატოვეს დარბაზი.
ავტორი