დღეს ქალაქ ოზურგეთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხატია დეკანოიძე და ლევან ხაბეიშვილი იმყოფებოდნონ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავის ამომრჩეველს ხვდებოდნენ.
ამავე პარტიის წევრი დათო მჟავანაძე ფეისქბუქლაივში ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ წევრებმა და საკრებულოს წევრებმა მათი შეხვედრა ჩაშალეს. მოგვიანებით კი შეხვედრაზე იმყოფებოდა გურიის გუბერნატორის, გიორგი ურუშაძის მამა ნუგზარ ურუშაძე.
ლევან ხაბეიშვილსა და ნუგზარ ურუშაძეს შორის დაპირისპირება იყო. ხაბეიშვილი ეუბნებოდა ნუგზარ ურუშაძეს, რომ მან ითავა ხალხის მოგზავნა “ნაცმოძრაობის“ შეხდვედრაზეე.
“დავაი ახლა სახლში… მოახსენე შვილს, რომ “მაგარი“ ბიჭი ხარ“ – უთხრა ლევან ხაბეიშვილმა ნუგზარ ურუშაძეს.