კორონავირუსით ინფიცირება დაამარცხა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ.
_ დავამარცხე კორონა და ხვალ მივდივარ სამსახურში. კარგად ვარ,_ გვითხრა მაია ქუტიძემ სატელეფონო საუბრის დროს.
ცნობისთვის, ქუტიძეს კორონავირუსით ინფიცირება 2 დეკემბერს დაუდასტურდა და მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადიოდა.