ჩვენთვის დიდი პატივია მერვედ გამარჯვება, კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ამ გამარჯვებას. მე ვულოცავ კახა კალაძეს, ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენს პარტიას და ჩვენ ხალხს ვულოცავ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეგზიტოლების გამოცხადების შემდეგ განცხადა და ოპონეტებს მიმართა:
„ასევე მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა და ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარებისა და სტაბილურობის ხანა“.