“ჯერ ისეც გრაფიკით მოგვეწოდება წყალი, ვერ გაიგებ, როდის მოდის და მიდის. ახლა ეს 3 დღეა საერთოდ დავიხრჩვით ამ პაპანაქებაში უწყლოდ. ხალხი არ ხართ? რას გვერჩიან! გაგვიგეთ, გთხოვთ, როდის ჩართავენ”, _ გვეუბნებიან ჩოხატაურის მცხოვრებლები, რომელთა ზარი ჩვენს ტელეფონზე დილიდან არ წყდება.
“გურია ნიუსი” გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელს იჩო ცინცაძეს დაუკავშირდა . ცინცაძის თქმით, ჩოხატაურს წყლის მიწოდება დღეს საღამოს აღუდგება.
“დაზიანება იყო, რომელიც უკვე აღმოფხვრილია. ახლა ველოდებით ავზის ავსებას და საღამოს მოსახლეობას წყალი ექნება”, _ გვითხრა ცინცაძემ.