ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დავით ასათიანის კანდიდატურას უჭერს მხარს. როგორც ხატიაშვილი აცხადებს, ასათიანი მისთვის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ღირსეული პიროვნებაა.
,,მე ვარ ადვოკატი, ვმონაწილეობ არჩევნებში და ვთვლი, რომ დავით ასათიანი არის საუკეთესო კანდიდატი. მას ვუჭერ მხარს, რისი უფლებაც მაქვს. მე, ზაზა ხატიაშვილმა უარი ვთქვი ყველაფერზე და ახლა, როგორც ადვოკატს, მსურს, რომ ჩემი თავმჯდომარე იყოს ღირსეული პიროვნება“, _ განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის ფარული კენჭისყრის პროცედურა ერთ საათზე მეტია დაწყებულია. კენჭისყრაზე თავმჯდომარის გარდა, აირჩევა აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრი, ეთიკის კომისიის _ 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრი. არჩევნებში ხმის მისაცემად რეგისტრაცია 2 324 ადვოკატმა გაიარა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად პროცედურები სპორტის სასახლეში 10:00 საათიდან მიმდინარეობს.