“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს გურიაში ხვდება. უმუშევრობის, უსახსრობის გარდა ჩოხატაურის რაიონის მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს ფაროსანას და განადგურებული მოსავლის პრობლემა.
დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ შიმშილის ზღვარზე არიან და საბანკო დავალიანების გამოც, შესაძლოა, უსახლკაროდ დარჩნენ. (R)