ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს სამეგრელოში ხვდება. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან საუბარში რეგიონის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს.
გადასაჭრელია გზების, გაზიფიკაციის საკითხები. მძიმე სოციალურ ფონს უმუშევრობის და უპერსპექტივობის პრობლემა ემატება.
პრობლემების გადაჭრის გზების გარდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტები გააცნო.
დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.
’’წალენჯიხაში და ჩხოროწყუში ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი, ძალიან ბევრი ოჯახია, რომელსაც მოუხსნენს სოციალური დახმარება, ძალიან ბვერია გაჩერებული ინრფასტრუქტურული პროექტი, მაგალითად გაზიფიკაცია, მაგალითად გზები.
ძალიან დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა ვისაც უჭირთ და ვინც უმუშევარია. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება შეცვლა, ხოლო შეცვლის ერთდერთი გზა დღეს არის არჩევნები. სწორედ ამიტომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი ცვლილებები, რყევის და ნჯღრევის გარეშე.
აუცილებელია ქვეყანაში თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გამოიყენოს ეს არჩევნები, იმისთვის რომ გაიუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება და აირჩიოს არა პრეზიდენტი, რომელიც იქნება ფურცელს და კაბინეტის კარს ამოფარებული და იტყვის, რომ მას არ ეხება ინფრასტრუქტურა, არ ეხება გაჭირვება, მას არ ეხება უმუშევრობა, არამედ აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც იქნება პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ხალხთან ერთად იმუშავებს ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ეხება ხალხს და რომელიც იწვევს დღვანდელ გაჭირვებულ მდგომარეობას’’ _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.