ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს გურიაში ხვდება. პროგრამის პრიორიტეტები დავით ბაქრაძემ ამჯერად ოზურგეთში გააცნო ადგილობრივებს. ინვესტიციები, მეტი დაცულობა, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება. უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსება, პენსიის გაზრდა 50 ლარით. დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს არჩევნებია ის იარაღი, რომლითაც ხალხს შეუძლია შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ჩვენით უნდა შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნამდვილად არ არის მისი კანდიდატი და არის იმ ადამიანების კანდიდატი, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი უპერსპექტივობა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა უნდა. (R)
Developed By Web Features 2026 © All rights reserved
































































