დილიდანვე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს, აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი.
ამ ეტაპზე ექვსი დაკავებული: დავით მჟავანაძე, ირაკლი კაჭარავა, პაატა სოსანაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგა მაქაცარაშვილი, ირაკლი ნადირაძე ელოდებიან მოსამართლის განაჩენს.
როგორც ცნობილი ხდება სასამართლო პროცესი ხუთი საათისთვის განახლდება. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებებს/ ექვსივე მათგანი გუშინ, აქციის დროს დააკავეს.
მათ შორის არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგნიაზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე და გურიის ყოფილი გუბერნატორის მოადგილე პაატა მანჯგალაძე.