ხელმომწერი პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების, ზოგი მათგანის მოსაზრება იყო, რომ ამნისტია, როგორც ასეთი, უნდა გავრცელდეს კონკრეტულ ადამიანებზე. ეს ნონსენსია და ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„ამნისტია ვრცელდება გარკვეულ მუხლებზე, რა მუხლები იქნება ეს, რაზეც გავრცელდება ამნისტია, აქ უნდა გაირკვეს დღეს, ხვალ დაუახლოეს მომავალში, ოპოზიიცის ჩართულობით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს. ეს მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია.