ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება. ჯანდაცვის სასწავლო ეროვნულ ცენტრში მიმდინარე შეხვედრა მედიისთვის დახურულია. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რამდენიმე ათეული სოციალური მუშაკი ესწრება.
შეგახსენეთ, რომ სოციალური მუშაკები უკვე რამდენიმე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციებს მართავენ. ათი ძირითადი მოთხოვნებია _ ხელფასების გაზრდა, ფსიქოლოგებისა და იურისტების რაოდენობის გაზრდა, საპროცესო გარიგების პროცესებიდან მათი ჩამოშორება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა.