ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატმა სწრაფ ჭადრაკში საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა.
მეორე სათამაშო დღის შემდეგ ერთქულიანი სხვაობით ლიდერობდა გაიზო ნიგალიძე, რომელმაც დღეს მხოლოდ 3-დან 1,5 ქულის დაგროვება შეძლო და დავით ჯოჯუასთან გადამწყვეტი პარტიის წაგების შემდეგ დაკარგა ჩემპიონობის შანსი.
საბოლოოდ, 9-დან 6,5 ქულით პირველობა ჯოჯუა და ნიგალიძემ გაინაწილეს. დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონის ტიტული დავით ჯოჯუამ დაისაკუთრა. ჩემპიონობასთან ერთად ჯოჯუამ 2023 წლის მსოფლიოს პირადი ჩემპიონატის საგზური მოიპოვა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. მესამე საპრიზო ადგილზე 6 ქულით ლევან ფანცულაია გავიდა. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.ხოლო მისი საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შეადგენდა.
ავტორი