დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციაში ბრიფინგი გაიმართა.
აღნიშნული პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის თქმით, ისინი პარტიაში ჩანიშნულ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერენ.
“ჩვენ ვართ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. გადასარჩენია საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ის დასახსნელია პუტინის ტყვეობისგან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას, მიუხედავად დანარჩენი კანდიდატების პატივისცემისა. ნიკა მელიამ, სანამ გახდებოდა პარტიის თავმჯდომარე, თავისი ბრძოლით და შეუპოვრობით იბრძოდა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დაემარაცხებინა. ის შეგნებულად დაჯდა პუტინის და ბიძინას საპყრობილეში. ნიკა მელიას თავისი რესურსი, არ ამოუწერია. ბრძოლა გრძელდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის და საქართველოს გადასარჩენად. სწორედ ასე შეიქმნება სპეციალური შტაბი, რომელიც უხელმძღვანელებს ჩვენი პარტიის წევრი შალვა თავდიშვილი.“ – აღნიშნა ბრიფინგის დროს დავით მჟავანაძემ,