ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის, 16 წლის დავით ხაბეიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
დავითის ხსოვნას სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის და, მარიამ ხაბეიშვილი.
ძმას
……….
უფრო ცოცხალო და არსებულო,
მარადიული სიტკბოება შეგაკრთობს მალე.
ღვთისმსახურების, მოჩილების ღრმა ნათესურო,
ქრისტეს სინათლე სულ მოგჭრის თვალებს.
დავით, შენ არცერთ ოთახში არ ხარ,
დავით, თან ყველა ოთახში შენ ხარ,
მალე წმიდა მთის ფერდობზე ახვალ,
მალე ღვთაებრივ ნათელში შეხვალ.
არც მზე, არც ღამე, აღარც ცოდვა, აღარც სიკვდილი,
არამედ სრული ნეტარების აგალობება…
იქნებ ვერც გნახო, თუკი ისევ სოდომს მივტირე.
შენთან არც ღამე, არცა ცოდვა, არცა გოდება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში _ სამრევლო სკოლის მეთერთმეტეკლასელი დავით ხაბეიშვილი დარტყმით გარდაიცვალა. დენი წყლის ჭავლის აპარატიდან გადავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” აცხადებდნენ, კლინიკაში მიყვანისას, ბიჭი, ფაქტობრივად, უკვე დაღუპული იყო.