მეწყერს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ეთიოპიაში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად 2 მეწყერი სხვადასხვა დროს წარმოიქმნა.
გოფას ზონის გენერალურმა ადმინისტრატორმა მესკირ მიტკუმ განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის არიან ქალები, ბავშვები და პოლიციელები.
”კვირას ღამით იყო ძლიერი წვიმა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მეწყრის შედეგად,” – თქვა სამხრეთ ეთიოპიის რეგიონულ შტატში გოფას რაიონის მთავრობის სპიკერმა, კასჰუნ აბაინემ.
„დილას [ორშაბათს] სტიქიის ადგილზე შეიკრიბნენ ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის პოლიცია, რათა გადაერჩინათ პირველი მეწყრის შედეგად დაზარალებული. სწორედ მაშინ მოხდა მეორე მეწყერი, ”- თქვა მან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო AFP.