18 ივნისის სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში _ ძლიერი წვიმის შედეგად დაირეცხა შიდა სასოფლო გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ამ დროისთვის, სხვადასხვა ლოკაციებზე სტიქიის მუდმივმოქმედი კომისია შესაბამის სამსახურებთან ერთად ზარალის დათვალიერებას და აღრიცხავს აწარმოებს.