რამდენიმე დღეა, რაც ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს გახორციელდა, ქვაფენილს ქვემოდან წყალი ამოდის და ქუჩაში იღვრება.
სავარაუდოდ, ამის მიზეზი ქვაფენილს ქვემოთ არსებული წყლის გაყვანილობის მილების დაზიანება უნდა იყოს.
როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ლევან ჩხაიძესთან საუბრისას გაირკვა, აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა წყალკანალის პრეროგატივაა.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მერია საქმის კურსშია. იქ წყლის მილია დაზიანებული და ხარვეზი წყალკანალმა უნდა გამოასწოროს. მერიას აქვს ამ საკითხზე კომუნიკაცია წყალკანალთან და პრობლემა დროის უახლოეს მონაკვეთში მოგვარდება“, _ გვითხრა ჩხაიძემ.