მეცნიერთა აზრით, სატვირთო მანქანის ზომის ასტეროიდი ამ კვირაში დედამიწასთან ძალიან ახლოს იქნება. როგორც NASA-ში განმარტავენ, სანერვიულო არაფერია, რადგან არ არის პროგნოზირებული რომ ასტეროიდს შეუძლია არმაგედონის გამოწვევა ან რაიმე სხვა სახის გავლენის მოხდენა.
როგორც ცნობილია, ასტეროიდი, 2023 BU, გაივლის პლანეტას სამხრეთ ამერიკის სამხრეთ წვერზე დაახლოებით 19:27 საათზე ხუთშაბათს და იქნება დედამიწის ზედაპირიდან 2200 მილის სიმაღლეზე, _ თქვა NASA-მ.
სააგენტოს ცნობით, ასტეროიდი გეოსინქრონული თანამგზავრების ორბიტაზე იქნება.
„სინამდვილეში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მიდგომა ცნობილი დედამიწის მახლობლად მდებარე ობიექტის მიერ, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა“, – თქვა დავიდე ფარნოკიამ, ნავიგაციის ინჟინერმა NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში.
ცნობისთვის, ასტეროიდი ოთხი დღის წინ აღმოაჩინა მოყვარულმა ასტრონომმა გენადი ბორისოვმა, მისი MARGO ობსერვატორიიდან ნაუჩნიში, ყირიმში. სხვა სააგენტოებმა და ლაბორატორიებმა გააანალიზეს მონაცემები და მეტი დაკვირვება განახორციელეს ასტეროიდის გზასა და აღწერაზე.
NASA-მ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ასტეროიდი დედამიწას დაეჯახება, ის „გადაიქცევა ცეცხლოვან ბურთად და დიდწილად უვნებლად დაიშლება ატმოსფეროში, ზოგიერთი დიდი ნამსხვრევები პოტენციურად პატარა მეტეორიტების სახით დაეცემა“.