გთავაზობთ ლელა კაკულიას უახლეს წინასწარმეტყველებას.
ჩაწერილია 2023 წლის 16 ნოემბერს.
„გლობალურ პოლიტიკაში მიდის ისეთი კოლოსალური თამაში, როგორიც ისტორიას არ ახსოვს — მსგავსი რამ მანამდე დედამიწაზე არ მომხდარა.
თამაშობს ამერიკაც, დიდი ბრიტანეთიც და დანარჩენი ევროპაც. ყველა სახელმწიფოს სურს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ძლიერი პოზიცია დაიკავოს. მაგრამ წამყვან სახელმწიფოდ, ლიდერად, მაინც შეერთებული შტატები რჩება.
მუსლიმთა გაერთიანების საფრთხე დასავლეთს უკვე ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მსოფლიოს დომინანტები ისინი გახდნენ, მათ უკარნახონ დანარჩენ მსოფლიოს დღის წესრიგი.
სხვათა შორის, თამაშობს გაეროც, რომელიც რეზოლუციას იღებს და ათასგვარ განცხადებას აკეთებს, თითქოს თითს უქნევს ისრაელს. სინამდვილეში ყველანი წინასწარ არიან შეთანხმებული, ვინ რომელ ხმას იტყვის საერთო პოლიტიკურ სიმღერაში.
ყველა ის განცხადება, რომელიც თითქოს ისრაელის „დაუნდობელ ქმედებებს გმობს“ ღაზაში, კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმების დასანახად, იმისთვის, რომ შეაჩერონ ისინი და მათი გაერთიანება არ დაუშვან.