“ნასას“ მკვლევარები აცხადებენ, რომ ზღვის დონის მომატება გარდაუვალია. კლიმატური ცვილებების გამო ზღვის დონე დრამატულად იზრდება.
ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ზღვების დონემ 8 სანტიმეტრამდე აიწია. ამის მიზეზები კი ოკეანის თბილი წყლების მოცულობის გაზრდა, მთების მყინვარების დნობა და ყინულის დაკარგვაა პოლარული ყინულის ფენებიდან, როგორებიცაა გრენლანდიისა და ანტარქტიდის მასიური მყინვარები.
ეს ტენდენცია მეცნიერებს განსაკუთრებით სახიფათო ზღვების სანაპიროებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის მიაჩნიათ.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ზღვის დონის მატება შეუქცევადი პროცესია. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო კლიმატის ცვლილებების დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად.