ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის ზედაპირზე ზეძლიერი გამა-გამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. ეს სილურული პერიოდის ბოლოს, დაახლოებით, 400 მლნ. წლის წინ მოხდა. უდიდესი სიძლიერის აფეთქებამ დედამიწაზე ოქრო მოაფრქვია, რომელსაც ჩვენ დღემდე მოვიხმართ.
კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ გამოფრქვევა დედამიწიდან 6 სინათლის წელიწადის დაშორებით მოხდა და მან პლანეტაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 60% გაანადგურა.
მეცნიერები გამა–გამოფრქვევას ძალიან იშვიათ მოვლენად თვლიან, რომელიც მხოლოდ ორი ნეიტრალური ვარსკვლავის შეჯახებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ დროს დიდი ენერგიის გამოთავისუფლება და კოსმოსურ სივრცეში, უამრავი ქიმიური ელემენტის (კალციუმი, მაგნიუმი, არგონი, ალუმინი, ქრომი, სპილენძი, რკინა) გაბნევა ხდება და მათ შორის, არის ოქროც – ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მეტალი დედამიწაზე.