ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ნათქვამია: ”დედოფალი მშვიდობიანად გარდაიცვალა ბალმორალში ამ შუადღისას.
„მეფე და დედოფალი ამ საღამოს დარჩებიან ბალმორალში და ხვალ დაბრუნდებიან ლონდონში“.
მისი ოჯახი შეიკრიბა მის შოტლანდიურ სამკვიდროში მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს დილით გაიზარდა დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთება.