დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს ალკოჰოლის დალევა აუკრძალეს.
აკრძალვის მიზეზი 95 წლის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
არსებული ინფორმაციით, ელისაბედ მეორე ყოველდღე ვახშმის წინ ერთ ჭიქა მარტინის სვამს, ძილის წინ კი ხანდახან თავს შამპანურის დალევის უფლებას აძლევს.
ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეული დარენ მაკგრეიდი ამბობს, რომ სამეფო სასახლეში მისი მუშაობის პერიოდში (1982-1993 წლები) ელისაბედ მეორე ვახშმისას „ტკბილ გერმანულ ღვინოს“ სვამდა.
[sexy_author_bio]