სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მამა რევაზ სიხარულიძე რამდენიმე წუთის წინ შევიდა. სასულიერო პირი ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზისგან აღსარებას ჩაიბარებს.
შიმშილობა დაკავებულმა დეკანოზმა სწორედ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც საპატრიარქოსგან მამა რევაზის ციხეში შესვლასთან დაკავშირებით დასტური მიიღო.