შერიგება ხდება სინანულით, – ამის შესახებ დეკანოზმა, ალექსანდრე გალდავამ განაცახდა.
მისივე თქმით, შერიგება ვერ მოხდება, როდესაც ასეთი სიბილწეა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ.
„სულ არის შფოთი, დებოში. გასამართლდეს მოძრაობა, თავისი მთავარი წარმომადგენლებით, ოღონდ დაიჭირონ, არ დაიჭირონ – ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ არ მიეცეს მათ პოლიტიკაში საქმიანობის უფლება. იყვნენ, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ. თუ არ გასამართლდა, სულ ასე იქნება და ყოველ არჩევნებზე შფოთი იქნება, სახელმწიფო წინ ვერ წავა. მერე შერიგდნენ და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში ყოფნის უფლება“, – განაცხადა დეკანოზმა გადაცემაში „იმედი LIVE“.