საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ 5 ივლისს მომხდარ მოვლენებზე საპატრიარქო პასუხისმგებელი არ არის და თუკი ცალკეული სასულიერო პირებისგან გამოიკვეთება მოწოდება ძალადობისკენ, მათ საპატრიარქოში დაიბარებენ.
„ცალკეულ სასულიერო პირს, რომლისგანაც გამოვლინდება რაიმე დარღვევა, აუცილებლად დაიბარებენ და აუცილებლად მოსთხოვენ. ერთი შემთხვევა იყო იმ სასულიერო პირთან დაკავშირებით და მას მოუწია ახსნა-განმარტებების გაკეთება საპატრიარქოში და მან ამის მერე გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც ითხოვს საზოგადოებისგან და ეკლესიისგან შენდობას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.