საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში “ერთსულოვნების დილა” თქვა, რომ საპატრიარქომ სამჯერ დააყენა [პოლიტიკური] პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან, თუმცა „ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა“.
„პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს საკითხი დაყენებული, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა ამის შესახებ საუბარი ხელისუფლებასთან. ერთხელ უშუალოდ მეუფე შიომ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი, არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა,
ჩვენ ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაც პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ“, – თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 31 დეკემბერს.































































