დელფინები ერთმანეთს უნიკალური სახელებით მიმართავენ. ეს Euronews-ის ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეცნიერებმა დელფინების თემებზე თვალთვალისას მხედველობის ნაცვლად, ხმა შეისწავლეს.
ავსტრალიაში ედიტ კოუანის უნივერსიტეტის და კურტინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ავსტრალიის სანაპიროზე, დელფინებზე გახორციელებული პირველი დაკვირვების შედეგად 500-ზე მეტი სიგნალი აღმოაჩინეს.
კურტინის უნივერსიტეტის პროფესორის, ქრისტინე ერბეს განცხადებით, ხმა, რომელსაც დელფინები ინდივიდუალურდ გამსცემენ სახელებს ჰგავს.
„თითოეულ დელფინს აქვს უნიკალური ხმა, რომელსაც გამოსცემს ჯგუფთან იზოლირებულად ყოფნისას, რომ ცხოველებმა ერთმანეთის პოვნა შეძლონ. ეს ჰგავს საკონტაქტო ზარებს“.
ამ შედეგებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს დელფინის კონსერვაციაზე გლობალურად.
ამ დრომდე, მსოფლიოში მკვლევარები ეყრდობოდნენ ვიზუალურ გამოკითხვებს ნავსადგურებზე.