აშშ–ის, ორგენის შტატის სენატორს, ჯეფ მერქლეის კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ლეპტოპი მოპარეს, _ ამის შესახებ სენატორმა ტვიტერზე დაწერა
სენატორმა თავადვე დატვიტა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ მის კაბინეტში შეიჭრნენ, კედლებიდან ტრამპის დროშა და პოსტერები ჩამოიხეს და მოიპარეს ლეპტოპი, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო.
“ეს დესტრუქცია და ყაჩაღობაა, ადგილობრივი ტერორისტების მიერ, ვინც კაპიტოლიუმში შემოიჭრა და თავდასხმაა ჩვენს კონსტიტუციაზე“, – წერს სენატორი ჯეფ მერქლეი.
ასევე, სენატორი ტვიტერზე წერს, რომ თავდამსხმელები აპირებდნენ დაეწვათ ამომრჩეველთა კოლეგიის ბიულეტინები, რომლებიც დაცვამ გადაარჩინა.