ლონდონის ცენტრში, ბრედფორდ სკვერში, გაიმართა დენდების მეათე ოლიმპიადა, რომელსაც ინგლისური ჟურნალი “The Magazine” ატარებს.
პირობის თანახმად, შეჯიბრება ტარდება “იდეალურად ჩაცმულ ისეთ დენდებს შორის, რომელთაც არ აინტერესებთ “სპორტი”. ოლიმპიადის დღის წესრიგში კი შემდეგი “სახეობებია”:
ფაიფურის თეფშით კიტრიანი სენდვიჩის ტყორცნა.
ორკესტრის თანხლებით საერთო შარვლით წყვილად სირბილი “სამ ფეხზე”.
ცვილით გაპოხილი ულვაშების “გადაწევა”.
ჯენტლმენების ზურგზე ამხედრებული სალონურად ჩაცმული ქალბატონების “რბოლა”.