დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად იზრდება დეპრესიით დაავადებულ 18 წლამდე მოზარდთა რიცხვი.
კვლევების თანახმად, ბრიტანეთში ყოველ მეათე ბავშვს შეიძლება აღმოაჩნდეს კლინიკური პრობლემები.
ფსიქოლოგი ჯო რასელი ადასტურებს, რომ ფსიქოლოგიური დარღვევები მოზარდებში თავს დაბადებიდანვე იჩენს. კერძოდ, ისინი ამტვრევენ და ყრიან საგნებს, აქვთ მუდმივი შიში იმისა, რომ მათ დედა მიატოვებს.
ფსიქოლოგები სამწუხარო სტატისტიკის მიზეზებს არასწორ აღზრდაში ხედავენ.
დიდ ბრიტანეთში, ბოლო ხანებში, ბავშვებში ფსიქოლოგიური დარღვევების სამკურნალოდ 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა. სპეციალისტები გამოსავალს სკოლებში ფსიქოლოგიური დახმარების სისტემის დანერგვაში ხედავენ.