ჟურნალისტების შემდეგ, მანდატურებმა, “ქართული ოცნების” მითითებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციის ქალ დეპუტატებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს და საქართველოსა და ევროკავშირის დროშა გადმოფინეს.
მანამდე, პარლამენტში ხელჩართული დაპირისპირება იყო. შენობაში იმყოფება „TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, ასევე რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი.
დაპირისპირების დროს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის დაპირისპირებისას, ოპოზიციონერ დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს.
ავტორი: მერაბ ცაავა