თურქეთის პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შემდეგ დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხზე დაძაბული დებატები საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბში გადაიზარდა.
ფიზიკურ დაპირისპირებაში მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან ათობით დეპუტატი მონაწილეობდა. ზოგიერთი კანონმდებელი ერთმანეთს მუშტებს უქნევდა, ზოგი კი მებრძოლი კოლეგების დაშორებას ცდილობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორსს გულის პრობლემები აქვს და სიფრთხილის მიზნით გადაუდებელი მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს.