ავსტრალიაში, პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ იმსჯელეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დებატებისას დეპუტატმა ტიმ უილსონმა თავის პარტნიორს რაიან ბოლგერს ქორწინების დაკანონება შესთავაზა.
პარლამენტში დეპუტატის მიერ გაჟღერებულ შეთავაზებას აპლოდისმენტები მოჰყვა.
გავრცელებული ცნობით, წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი ორშაბათს განიხილა, 5 დღის წინ კი ის სენატმა მიიღო.
უილსონის განცხადებით, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ მსჯელობა ერთგვარი „საუნდტრეკი“ იყო მათი ურთიერთობისთვის.