რუსეთში, ვორონეჟის ოლქში, ბორისოგლებსკის საწვრთნელ საავიაციო ცენტრს, გასულ ღამეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ადასტურებს, რომ თავდასხმა მათი ოპერაცია იყო.
”დიახ, თვითმფრინავების ქარხანა. ეს არის ის, რაც შეგვიძლია დავადგინოთ სხვადასხვა წყაროებიდან. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ. დეტალებს არ გავამჟღავნებთ, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ცენტრის ძირითადი საწარმოო სიმძლავრე“, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
დრონით თავდასხმას რუსული მხარეც ადასტურებს, თუმცა ვორონეჟის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ამტკიცებს, რომ დრონები რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, რასაც რუსეთის საჰაერო თავდაცვა არ ადასტურებს.