სუს-ის მიერ კალათბურთელებისა და კალათბურთის მსაჯების დაკავების შესახებ ინფორმაცია კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პაატა გურასპაულს ჯერ არ აქვს.
მან დაკავების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო.
„თქვენგან პირველად გავიგე და არ ვიცი ეს ინფორმაცია. თუ ეს ამბავი დადასტურდა, ვინც არ უნდა იყოს, მოკვეთილი იქნება კალათბურთიდან და საერთოდ სპორტის სამყაროდან. ახლა მივდივარ სამსახურში და დეტალურად გავარკვევ რა მოხდა“,_განაცხადა გურასპაულმა.
ამავე თემაზე: