“ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ არანაირ ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია”, _ ამის შესახებ სიდა-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის უფლებადამცველმა ზვიად გაბუნიამ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, მობილური ტელეფონებიდან მიმოწერების ამოღების და იდენტიფიცირების მიზნით დღეს ოფიციალურად მიმართავს. სიდა-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის უფლებადამცველის ინფორმაციით, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ისინი საკუთარი სიმართლის დასადგენად სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებენ და პირველ რიგში, პროკურატურას მიმართავენ.
“ზოგი სმს-ი შეიძლება იყოს წაშლილი, მაგრამ ჩვენ ექსპერტიზისგან მოვითხოვთ, თუ არის ამის შესაძლებლობა, აღდგენილი იქნას ეს მიმოწერა. ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ არანაირ ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია, უფრო მეტიც, ექსპერტიზის შემდეგ ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას რათა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შელახა ზვიად დევდარიანის პირადი მიმოწერა, პირადი ცხოვრების საიდუმლოება”, _აცხადებს ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. თავად დევდარიანი კი კატეგორიულად უარყოფს.