თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, პანდემიის მეხუთე ტალღა დაიწყო და ვაქცინაციის პროცესი კი მინიმალური, პრაქტიკულად, განულებულია.
როგორც ტაბიძემ აღნიშნა, კორონავირუსის უსიმპტომო ფორმების შემთხვევებმა იმატა, პაციენტები მძიმდებიან და ერთადერთი გამოსავალი კვლავ ვაქცინაციაა.
“სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამას ჩვენ შევხვდით მინიმალიზებული, შეიძლება ითქვას, რომ, პრაქტიკულად, განულებული ვაქცინაციის პროცესით. ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს არის, პრაქტიკულად, ვაქცინაციის ნულოვანი მდგომარეობა, იმიტომ, რომ ეს ციფრი არანაირ შედეგთან არ მიგვიყვანს, არაფერზე არ მეტყველებს და მიგვიყვანს მხოლოდ და მხოლოდ იმ შედეგთან, რომ გაიზრდება ინფიცირების რაოდენობა და გაიზრდება, შესაბამისად, ლეტალური გამოსავალიც.
პაციენტები მძიმდებიან, ძალიან იმატა უსიმპტომო ფორმებმა და ამ ყველაფერმა ერთიანად, სამწუხაროდ, მიგვიყვანა იმ ციფრებამდე, რა ციფრებიც დღეს გვაქვს. ეს არის მოცემულობა, ამას ვერ გავექცევით. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს — ვაქცინაცია და აცრები”, – განაცხადა დევი ტაბიძე.
ცნობისთვის, 13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 586 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 26 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 889 200 აცრა. აქედან 1 დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია 884 902 ადამიანი
[sexy_author_bio]