ბუკმეიკერული კომპანია Free Super Tips-ის გამოკითხვის თანხმად, მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელად ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი, ამჟამად საფეხბურთო კარიერას გამოთხოვებული დევიდ ბექჰემი დასახელდა.
გულშემატკივრებს ასეთი კითხვა დაუსვეს: რომელ ფეხბურთელზე ფიქრობენ სექსის დროს.
რეიტინგში მეორე ადგილს ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, მესამე ადგილზე კი „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი გავიდა.
ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ გარეტ ბეილი, ლეო მესი, დელე ალი, დავიდ დე ხეა, სერხიო აგუერო და რაჰიმ სტერლინგი.