ამბობენ, ბრიტანელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ახალი მანქანის შეძენას გეგმავს. ვარსკვლავს ჩვეულებრივი ტაქსის შეძენა სურს. ფანების ყურადღებით დაღლილ ფეხბურთელს სურს ქალაქში ყურადღების მიპყრობის გარეშე გადაადგილდეს.
„დევიდი ფიქრობს, რომ ლონდონის ტაქსი მას ინკოგნიტოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს”, განაცხადა ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.
„მას უყვარს საკუთარი ფანები, მაგრამ ხანდახან უნდა ჩვეულებრივი ადამიანივით შევიდეს მაღაზიაში, ან წავიდეს მეგობართან”.
“Daily Star”- თან საუბარში წყარომ აღნიშნა, რომ ბექჰემის მანქანებს ყველა ცნობს, ხოლო როცა სპორტსმენი ჩვეულებრივი ტაქსით იმოძრავებს, მას ყურადღებას არავინ მიაქცევს.