ახლო წარსულში პოპულარული ბრიტანელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი აცხადებს, რომ მის ცოლს მკაცრად განსაზღვრული კვების რაციონი აქვს. ვიქტორია ადამსი ძირითადად გრილზე შემწვარ თევზსა და ორთქლზე მოხარშულ ბოსტნეულს მიირთმევს, რაც ყოფილი ფეხბურთელის დღიური რაციონისგან ძალიან განსხვავდება.
„ღვინისა და გემრიელი საჭმლის მიმართ საკმაოდ ემოციური ვარ. სამწუხაროდ, იმ ადამიანზე ვარ დაქორწინებული, რომელიც 25 წელია ერთსა და იმავე საკვებს ჭამს და ჩვეულ დიეტას ძალიან იშვიათად არღვევს“, – განაცხადა დევიდ ბექჰემმა.
როგორც დევიდ ბექჰემი აღნიშნავს, ოჯახისთვის გემრიელ კერძებს უმეტესად თავად ამზადებს. მისი თქმით, სამზარეულოში ყოფნა ამშვიდებს და კულინარიით გატაცებას თავის დედასა და ბებიას უკავშირებს, რომლებიც ყოველს საღამოს გემრიელ კერძებს უმზადებდნენ.
[sexy_author_bio]