გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-28 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„25-28 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილსში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსი დაფიქსირდება“,_ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.