ბავშვის მომავალი მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, რა საფუძველს მისცემენ ოჯახში. მშობლები დიდი ამოცანის წინაშე დგანან: მათი შვილი ბრძოლისუნარიანი, გამძლე და ჯანსაღი უნდა აღიზარდოს.
ნებისმიერი ბავშვისთვის მთავარია მოძრაობა – რის გარეშეც ვერ განვითარდება. არ უნდა შეზღუდონ პატარა მოძრაობისას შემდეგი შეძახილებით: „ნუ დარბიხარ, ნუ ხტუნავ“, „დამშვიდდი, შეჩერდი“. პირიქით – თვალყური უნდა ადევნონ მის ფიზიკურ განვითარებას.
სწორი, კარგად ფორმირებული ხერხემალი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობაა. დეფორმირებული ჩონჩხი ბევრი დაავადების გამომწვევია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების კულტურა. ეს მცნება რამდენიმე ასპექტს მოიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭმელი მრავალფეროვანი უნდა იყოს: ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, წვენები. ხილი და ბოსტნეული აუცილებლად უნდა შედიოდეს ყოველდღიურ რაციონში, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და ორგანიზმის გაწმენდას. საკვები აუცილებლად უნდა იყოს ახალი.
ავტორი