რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ დღეიდან, 31 მაისიდან, ბუნებრივ გაზს შეუწყვეტს ჰოლანდიური გაზის სავაჭრო ფირმა „გასტერას“.
„გაზპრომ ექსპორტმა“ აცნობა GasTerra-ს გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ 2022 წლის 31 მაისიდან, სანამ გადახდა განხორციელდება ზემოაღნიშნული განკარგულებით დადგენილი წესით“, – ნათქვამია გაზპრომის ტელეგრამის არხზე განცხადებაში, რომელიც ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებას გაზის შესახებ, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს რუბლით.
ცნობისთვის, დანიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Ørsted-მა და ჰოლანდიურმა გაზის სავაჭრო ფირმამ GasTerra-მ წინასწარ თქვეს, რომ რუსეთს შეეძლო ონკანების გათიშვა, რადგან მათ უარი თქვეს რუბლით გადახდაზე. გაზპრომს ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი უთქვამს დანიის Ørsted-თვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.
ავტორი