მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში კახა კალაძეს მიმართავს. გვარამიას გაღიზიანება თბილისში ახალი ბანერების გამოჩენამ გამოიწვია.
“მორიგი გამოცდა გამძლეობაზე სანდროს და ქექეს ფსიქიკას – გაუძლებენ თუ არა სტრესს. მორიგი ჩელენჯი ჩემთვის და სოფოსთვის – რას მოვიფიქრებთ და რას ვუპასუხებთ, რა არის ეს?კახა კალაძე, დღეიდან პირადი მტერი ხარ, ნაგავო”, – წერს “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე.