ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეისთვის ბინაზე მკურნალობას 800-მდე კოვიდდადასტურებული პაციენტი იტარებს.
„მათი გამოჯანმრთელების პერიოდი მოახლოვდა და მალე დაუბრუნდებიან ჩვეულ სოციალურ აქტივობას. პაციენტების შედარებით ნაკლები რაოდენობა ასევე ბინაზე მკურნალობს თბილისსა და იმერეთში. ეს მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება. 25 ონლაინ კლინიკის გარდა, ჩვენ ვგეგმავთ პროგრამაში სხვა ოჯახის ექიმები ჩაერთონ, განსაკუთრებით დიდ ქალაებში, იმისათვის, რომ პაციენტმა მეთვალყურეობა თავისივე ექიმისგან მიიღოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2054 ადამიანი, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.