დღეს, 2 თებერვალს, ბათუმში ავტო მარში გაიმართება.
“18:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ (შადრევანთან) ვიკრიბებით მანქანებით თავისუფლების მარშის გასამართად.
ვიმოძრავებთ ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით (ერთ ზოლად) პოლიტიკური ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.
მანქანებში გვექნება მეგაფონები, რომ თანამოქალაქეებს გავაგონოთ წინააღმდეგობის ხმები!
შემოუერთდით თავისუფლების საავტომობილო მარშს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად 18:00 საათზე, უნივერსიტეტის შადრევანთან!
მარშის დასასრულს შევუერთდებით პროტესტის მონაწილეებს ტრადიციულ ადგილას – საკონსტიტუციო სასამართლოსთან,” – ნათქვამია მარშის ანონსში.
წყარო: ბათუმელები